• bridgestone.png

    BRIDGESTONE

    კომპანია BRIDGESTONE დაარსდა იაპონიაში, 1931 წელს და დღევანდელი მონაცემებით ყველაზე დიდი საბურავების მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. კომპანია დაარსების დღიდან ცდილობს იყოს ბაზარზე ნოვატორი და მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის საბურავები.

    Inter Auto გახსნის დღიდან სთავაზობს მომხმარებლს BRIDGESTONE-ის, მსოფლიოში საუკეთესო ხარსიხის საბურავებს. მაღაზიებში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდის ფართო ასორტიმენტი, როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის.

  • michelin.png

    MICHELIN

    MICHELIN-ი აწარმოებს საბურავებს როგორც ავტომობილებისთვის, ისე მოტოციკლეტებისთვის, თვითმფრინავებისთვის, კოსმოსური ხომალდებისთვის, მძიმე ტექნიკისთვის და ველოსიპედებისთვის. ბრენდის სიძლიერეს მისი ხარისხი განაპირობებს და სწორედ ამიტომ, კომპანია წლებია ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებს.

    Inter Auto-ში მოსულ მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ MICHELIN-ის საუკეთესო ხარისხის საბურავები საუკეთესო ფასად. მაღაზიებში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდის ფართო ასორტიმენტი.

  • Taurus copy.png

    TAURUS

    TAURUS-ი წარმოადგენს საბურავების მწარმოებელ ევროპულ ბრენდს. კომპანია პრემიუმ კლასის საბურავებს ამზადებს სერბეთში, მათი პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

    INTER AUTO ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხამრებელს აღნიშნული ბრენდის პროდუქციას საუკეთესო ფასად. INTER AUTO-ს ქსელში წარმოდგენილია TAURUS პროდუქციის ფართო ასორტიმენტი.

  • hifly.png

    HIFLY

    HIFLY-ი ახალგაზრდა კომპანიაა საბურავების ბაზარზე და ძირითადად ორიენტირებულია ბიუჯეტური პროდუქციის წარმოებაზე. HIFLY-ის საბურავების შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა მაშინ როდესაც დაბალ ფასად გსურთ ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული საბურავების შეძენა.

    Inter Auto-სა და HIFLY-ის პარტნიორობა 2018 წლიდან დაიწყო. ამ მოკლე პერიოდში ბრენდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში.

  • 1123.png

    KENNOL

    Kennol-ი წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის, ფრანგული ზეთების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თავისი პროდუქციის რეალიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1993 წლიდან ეწევა. Kennol-ი აწარმოებს საავტომობილო ზეთებს, როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მოტოციკლეტებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის. ბრენდი ექსკლუზიურად აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთებს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის, აღნიშნული პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.

    Inter Auto კენოლის პროდუქციის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. 2019 წელს გაფორმდა ხელშეკრულება გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ, რამაც ქართველ მომხმარებელს მისცა საშუალება, მიიღოს ევროპული ხარისხის საავტომობილო ზეთები და ავტომობილის მოვლის საშუალებები საუკეთესო ფასად.

  • motul.png

    MOTUL

    Motul-ი ფრანგული, ზეთების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მე-19-ე საუკუნეში დაარსდა და დღემდე ბაზარზე ერთერთი საუკეთესოა. ბრენდი დაარსების დღიდან გამოირჩევა ინოვაციურობით და სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს მომხამრებელს.

    Inter auto-ში მომხმარებელს საშუალება აქვს შეძინოს მოტულის ზეთების სრული ასორტიმენტი, მსუბუქი ავტომობილისთვის, სატვირთოებისთვის, მოტოციკლეტებისა და სპეციალური დანადგარებისთვის.

  • shell.png

    SHELL

    Shell-ი წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის, გერმანული ზეთების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც საკუთარი პროდუქციის რეალიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1907 წლიდან ეწევა.ზეთები გამოიყენება როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის ასევე, სატვირთოებისთვის, მოტოციკლეტებისთვის, თვითმფრინავებისთვისა და სპეციალური დანადგარებისთვის.

    Inter auto-ს ქსელი, გახსნის დღიდან სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს შელის ზეთებს და საშუალებას აძლევს მათ მიიღონ ევროპული, პრემიუმ ხარისხის პროდუქცია.

  • ტაკაიამა.png

    TAKAYAMA

    Takayama იაპონური, პრემიუმ ხარისხის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც საკუთარი პროდუქციის რეალიზებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწევა. ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ზეთებს, როგორც ძრავისთვის ასევე ტრანსმისიისთვის. მისი შემცველობა და ხარისხი საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გამონაბოლქვი, საწვავის მოხმარება და ძრავს გავუხარნგრძლივოთ სიცოცხლისუნარიანობა.

    Takayama-ს ზეთები მეტალის შეფუთვებში ისხმევა, რაც განაპირობებს მისი სასარგებლო თვისებების დიდი ხნით შენარჩუნებას. 2018 წლიდან, Inter Auto ტაკაიამას ექსკლუზიური შემომტანია საქართველში.

  • varta.png

    VARTA

    VARTA წარმოადგენს აკუმულატორების მწარმოებელ, გერმანუნ პრემიუმ ხარისხის ბრენდს, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე. VARTA-ს პროდუქცია 2000 წლიდან აქტიურად შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ის დღემდე ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება.

    Inter Auto დაარსების დღიდან სთავაზობს მომხამრებელს VARTA-ს აკუმულატორებს. ბრენდი აწარმოებს აკუმულატორებს, როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე სატვირთო ავტომობილებისა და დანადგარებისთვის.

  • rigel 5.png

    RIGEL5

    RIGEL5 წარმოადგენს Inter Auto-ს ექსკლუზიურ ბრენდს და უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებს, Inter Auto კი საუკეთესო ფასად გთავაზობთ RIGEL5-ის პროდუქციას.

    Inter Auto-ს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია RIGEL5-ის სრული ასორტიმენტი. ყველა სახის აკუმულატორზე ვრცელდება გარანტია.

  • black tiger.png

    BLACK TIGER

    BLACK TIGER-ი წარმოადგენს Inter Auto-ს ექსკლუზიურ ბრენდს და უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებს, Inter Auto კი საუკეთესო ფასად გთავაზობთ აღნიშნული ბრენდის პროდუქციას.

    Inter Auto-ს მაღაზიათა ქსელში, წარმოდგენილია BLACK TIGER-ის სრული ასორტიმენტი. ყველა სახის აკუმულატორზე ვრცელდება გარანტია.

  • febi.png

    FEBI

    FEBI- გერმანული, ნაწილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1844 წელს დაარსდა. კომპანია ერთერთი პირველია ნაწილების წარმოებაში. ნაწილებს ამზადებენ არამარტო მსუბუქი ავტომობილებისთვის არამედ სატვირთოებისთის, მძიმე ტექნიკისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის.

    ბრენდი აწარმოებს სხვადასხვა სახის 37000-ზე მეტ ნაწილს და რეალიზაციას ახდენს მსოფლიოს 150 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Inter Auto თავის მომხმარებელს სთავაზობს FEBI-ს ავტონაწილების ფართო ასორტიმენტს, ხელმსიაწვდომ ფასად.

  • ate.png

    ATE

    ATE წარმოადგენს ჰიდრავლიკური სისტემების და მისი კომპონენტების მსხვილ მწარმოებელ კომპანიას. ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი კი, ფართოდ არის ცნობილი მთელს მსოფლიოში სავაჭრო ნიშნით ATE.

    ATE-სთვის მთავარ პრინციპს წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფა, ბრენდის მიერ წარმოებულ პროდუქციას აქვს გარანტირებულად მაღალი ხარისხი, რადგან მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალისგან. Inter AUTO მომხმარებელს დაარსების დღიდან სთავაზობს ATE-ს ბრენდის პროდუქციას.

  • sachs copy.png

    SACHS

    კომპანიის SACHS-ის მთავარი ამოცანა მათი პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და საიმედოობაა. ბრენდი მსოფლიოში ლიდერ კომპანიად ითვლება თავის სფეროში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი წამყვანი ავტომწარმოებელი, სწორედ SACHS-ს უკვეთავს ნაწილებს ავტომობილის საწარმოებლად, რაც თავისთავად ხაზს უსვამს კომპანიის საიმედოობას და ხარისხს.

    INTER AUTO აქტიურად ეწევა SACHS-ის პროდუქციის იმპორტს და ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს თავის მომხამრებელს.

  • lemforder.png

    LEMFÖRDER

    კომპანია LEMFÖRDER-ი თითქმის ასწლეულია წარმატებულად ახორციელებს საქმიანობას. გერმანიის გარდა, კომპანია საკუთარ პროდუქციას იაპონიაში, ბრაზილიაში, ესპანეთში, თურქეთსა და აშშ-ში აწარმოებს. LEMFORDER-ის ავტონაწილები მომხმარებელისთვის ასოცირდება ხარისხთან, კომფორტთან და საიმედოობასთან.

    INTER AUTO წლებია სთავაზობს მომხმარებელს LEMFORDER-ის პროდუქციას და ზრდის აღნიშული ბრენდის ასორტიმენტს INTER AUTO-ს მაღაზიათა ქსელში.

  • trw.png

    TRW

    TRW მრავალი წელია მსოფლიო ბაზარზე მოწინავე რიგებს იკავებს. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის ნაწილებს, მსუბუქი ავტომობილებისთვის, სატვირთოებისთვის, მძიმე ტექნიკისთვის და სხვა დანადგარებისთვის.

    TRW-ს მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქცია, საუკეთესო ფასად. INTER AUTO აქტიურად ეწევა აღნიშნული ბენდის პროდუქციის იმპორტს და მომხამრებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასირტიმენტს.

  • bosch.png

    BOSCH

    BOSCH-ის ავტონაწილები წლებია საუკეთესო ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა და დაარსების დღიდან მრავალი მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე ერთერთი საუკეთესოა.

    BOSCH-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან გამომდინარე, INTER AUTO აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ბრენდთან და ოფიციალურად ეწევა მათი პროდუქციის იმპორტს. INTER AUTO ბაზარზე საუკეთესო ფასს სთავაზობს მომხმარებელს BOSCH-ის პროდუქციაზე.

  • ferodo copy.png

    FERODO

    FERODO-ს მსოფლიოში წამყვანი პოზიცია უჭირავს თავის სფეროში, განსაკუთრებით კი სამუხრუჭე სისტემების მიმართულებით. კომპანია პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც სამუხრუჭე სისტემაში აზბესტი გამოიყენა, ამით მათ შექმნეს თანამედროვე მატერიალი რომელიც სამუხრუჭე სიტემისთვის საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.

    კომპანია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ახდენს საკუთარი პროდუქტის რეალიზაციას, მათ შორის საქართველოშიც. Inter Auto-ში მოსულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ FERODO-ს უმაღლესი ხარისხის ავტონაწილები.