ჩვენ შესახებ

487x337.chvens shesaxeb profilepdf.jpg

Inter Auto წარმოადგენს ავტო ცენტრების ქსელს, რომელიც აერთიანებს ავტო ნაწილებისა და ავტო მომსახურების ობიექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია დაარსდა 2016 წელს და დღეის მონაცემებით 10-მდე ობიექტს მოიცავს. ცენტრები განთავსებულია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, თელავი, ოზურგეთი. გარდა ამისა, Inter Auto-ს ასევე აქვს კარგად განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

Inter Auto_ში წარმოდგენილია ევროპული ხარისხის ავტო ნაწილები. ავტო მომსახურებას ახორციელებს ჩვენი მაღალკვალიფიციური პერსონალი. Inter Auto_ს ობიექტებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მიიღოს სრული სერვისი ავტომობილზე: საბურავის შეცვლა, ზეთის შეცვლა, თვლების შეყრის გასწორება, აკუმულატორის შემოწმება/შეცვლა, სავალი ნაწილის რემონტი, ელექტრო დიაგნოსტირება და სხვა.